კორონავირუსის საფრთხის გამო, აზერბაიჯანში ქორწილები და სხვა საჯარო ღონისძიებები აკრძალეს
აზერბაიჯანში ქორწილები და სხვა საჯარო ღონისძიებები აკრძალეს.
ხელისუფლებამ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც აზერბაიჯანში კორონავირუსით ერთი მოქალაქე გარდაიცვალა.
ხელისუფლების გადაწყვეტილებით, 14 მარტიდან აზერბაიჯანში დაიხურება ყველა მუზეუმი, კინო და თეატრი.
გაუქმდა ყველა სპორტული ღონისძიებაც.
აზერბაიჯანში ამჟამად კორონავირუსის 19 შემთხვევაა დაფიქსირებული.