კორონავირუსის პრევენციის მიზნით, სტალინის მუზეუმი ვიზიტორთა მიღებას დროებით წყვეტს
კორონავირუსის პრევენციის მიზნით, სტალინის მუზეუმი ვიზიტორთა მიღებას დროებით წყვეტს

გორში, სტალინის მუზეუმი ვიზიტორთა მიღებას დროებით წყვეტს. ამის შესახებ ინფორმაციას სსიპ სტალინის სახელმწიფო მუზეუმის ადმინისტრაცია ავრცელებს. მუზეუმის მუშაობის შეწყვეტა კორონავირუსის გავრცელების პრევენციას უკავშირდება.

„სსიპ ი.ბ. სტალინის სახელმწიფო მუზეუმის ადმინისტრაცია გაცნობებთ, რომ კორონავირუსის ინფექციის (COVID-19) შესაძლო გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიღებული ახალი რეკომენდაციების საფუძველზე, ი.ბ სტალინის სახელმწიფო მუზეუმი დროებით წყვეტს ტურისტული კომპანიებისა და ვიზიტორების მომსახურებას“, – ნათქვამია განცხადებაში.