კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ბათუმში მიკროავტობუსები ხვალიდან აღარ იმუშავებენ

19:48, 17.03.2020

კორონავირუსის საწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, ბათუმში მიკროავტობუსები მუშაობას ხვალიდან გააჩერებენ.

მგზავრებს მუნიციპალური ავტობუსები მოემსახურება.

ყოველდღიურად ხდება სპეციალური ხსნარით ავტობუსების დამუშავება.

რაც შეეხება ბაღის აღსაზრდელებს, როგორც ბათუმის მერმა განაცხადა მათ „სასურსათო კალათა“ გაუკეთეს.

მშობლები ბაღებიდან კალათის გატანას ორშაბათიდან შეძლებენ.

ლაშა კომახიძის თქმით, სადარბაზოების დეზინფექციაც იგეგმება. 850 კორპუსი ეტაპობრივად, ერთჯერადად უფასოდ დამუშავდება.

მსგავსი