კორონავირუსის პანდემიის პირობებში ბავშვთა დახმარების მიზნით, სპეციალური ცხელი ხაზი - 111 ამოქმედდა
კორონავირუსის პანდემიის პირობებში ბავშვთა დახმარების მიზნით, სპეციალური ცხელი ხაზი - 111 ამოქმედდა

კორონავირუსის პანდემიის პირობებში ბავშვთა დახმარების მიზნით, სპეციალური ცხელი ხაზი – 111 ამოქმედდა.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, პანდემიასთან ბრძოლის ფარგლებში, ცხელი ხაზი მხოლოდ ბავშვთა საკითხებზე იქნება ორიენტირებული და 24 საათის განმავლობაში ბავშვებსა და მათ მშობლებს პრობლემურ საკითხებზე გაუწევს კონსულტაციას.

111-ის ოპერატორები, ცხელ ხაზზე შესულ ყველა შეტყობინებას დაამუშავებენ და საჭიროების შემთხვევაში პრობლემის მოსაგვარებლად, შესაბამის უწყებებს ჩართავენ.

„111 ერთი ფანჯრის პრინციპით იმუშავებს, სადაც ასევე შესაძლებელია ბავშვთა ფსიქოლოგის კონსულტაციის მიღება.

ცხელი ხაზი, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ინიციატვით, ჯანდაცვის სამინისტროს მუშაობით და გაერო-ს ბავშთა ფონდის ფინანსური დახმარებით შეიქმნა.

ბავშვის დახმარების ცხელი ხაზი 111 უფასოა და ის არა მარტო პანდემიის პირობებში, არამედ „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ ამოქმედების შემდეგაც იზრუნებს მომავალ თაობაზე“, – ნათქვამია პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.