კორონავირუსის „ომიკრონ“ შტამის გავრცელების პრევენციის მიზნით, ისრაელმა უცხოეთის მოქალაქეებისთვის საზღვრები ჩაკეტა
კორონავირუსის „ომიკრონ“ შტამის გავრცელების პრევენციის მიზნით, ისრაელმა უცხოეთის მოქალაქეებისთვის საზღვრები ჩაკეტა

„კოვიდ-19“-ის „ომიკრონ“ შტამის გავრცელების პრევენციის მიზნით, ისრაელმა უცხოეთის მოქალაქეებისთვის საზღვრები ჩაკეტა.

ახალი წესების თანახმად, სამშობლოში დაბრუნებული ისრაელის მოქალაქეები მკაცრი კარანტინის რეჟიმს დაექვემდებარებიან და ახალი შტამის დადასტურების შემთხვევაში ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურმა, „შინ ბეთმა“ შესაძლოა, სატელეფონო საუბრები შეამოწმოს.

ქვეყანაში დაბრუნებულმა ისრაელის მოქალაქემ „პისიარ“ ტესტი აეროპორტში უნდა გაიკეთოს და კარანტინში წავიდეს, სამი დღის შემდეგ კი „პისიარ“ ტესტი მეორედ უნდა გაიკეთოს. ორჯერ უარყოფითი პასუხი მოქალაქეებს კარანტინიდან გასვლის შესაძლებლობას მისცემს. ის ადამიანები კი, რომლებიც მეორე ტესტს არ გაიკეთებენ, კარანტინში 14 დღის განმავლობაში დარჩებიან.

ახალი წესების თანახმად, ისრაელში დაბრუნებულ მოქალაქეებს საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება აეკრძალათ და აეროპორტიდან სახლში კერძო ავტომობილით ან ტაქსით უნდა წავიდნენ.

ისრაელში „ომიკრონ“ შტამით ინფიცირების ორი შემთხვევა არის დადასტურებული.