კორონავირუსის მსხვერპლთა რაოდენობით, აშშ-მა მსოფლიოში პირველ ადგილზე გადაინაცვლა
კორონავირუსის მსხვერპლთა რაოდენობით, აშშ-მა მსოფლიოში პირველ ადგილზე გადაინაცვლა. ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, აშშ-ში „კოვიდ 19“-ს უკვე 19 701 ადამიანი ემსხვერპლა, რითაც აშშ-მა იტალიის მონაცემებს გადაუსწრო.
„ბიბისის“ ინფორმაციით, იტალიაში კორონავირუსით 19 468 ადამიანი დაიღუპა.
აშშ-ის მასშტაბით ყველაზე რთული ვითარება ნიუ იორკის შტატშია, სადაც ბოლო ხუთი დღის განმავლობაში ყოველდღიურად 700-ზე მეტი ადამიანი იღუპება.