კორონავირუსის მსგავსი სიმპტომების გამო, შოტლანდიაში ოთხი ადამიანი სამედიცინო შემოწმებას გადის
კორონავირუსის მსგავსი სიმპტომების გამო, შოტლანდიაში ოთხი ადამიანი სამედიცინო შემოწმებას გადის

შოტლანდიაში ოთხი ადამიანი, ახალი კორონავირუსის მსგავსი სიმპტომების გამო საავადმყოფოში შემოწმებას გადის. ინფორმაციას ბრიტანული მედია ავრცელებს.

ოთხივე მათგანი რამდენიმე დღის წინ ჩინეთში, ქალაქ უხანში იმყოფებოდა, რომელიც დაავადების გავრცელების ეპიცენტრია.

კორონავირუსის შემთხვევის გამოვლენა დადასტურდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ჰონგ კონგში, ტაივანში, ტაილანდში, იაპონიაში, სამხრეთ კორეასა და სინგაპურშიც.

ბოლო მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსით უკვე 634 ადამიანია ინფიცირებული, გარდაცვლილთა რაოდენობა კი 17-ს შეადგენს.

დატოვე კომენტარი