კორონავირუსის მედიკამენტებთან დაკავშირებით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის კვლევაში ჩართვას რესპუბლიკური საავადმყოფოც აპირებს
კორონავირუსის მედიკამენტებთან დაკავშირებით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის კვლევაში ჩართვას რესპუბლიკური საავადმყოფოც აპირებს

რესპუბლიკური საავადმყოფო აპირებს, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის კვლევაში ჩაერთოს, რომელიც ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით ოთხი მედიკამენტის კვლევას გულისხმობს.

როგორც რესპუბლიკური კლინიკის გადაუდებელი სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თეა თავართქილაძემ განაცხადა, რესპუბლიკური საავადმყოფო კონკრეტულ პაციენტებთან მიმართებაში იყენებს მედიკამენტპლაქვენილს“, რაც შეეხება „რემდესივირს“, თავართქილაძის განცხადებით, საქართველოში ეს ჯერ კვლევის საგანია.

„ალბათ, ჩვენი კლინიკაც ჩაერთვება ამაში. მკვლევარებისა და მედიკოსების ერთობლივი დისკუსიის შედეგად დაიდება შედეგები და ვნახოთ, რა შედეგს მოგვიტანს ეს კვლევები. ჩვენი კლინიკაც აპირებს, რომ ჩაერთოს კვლევაში. „პლაქვენილი“ ეს არ არის ახალი პრეპარატი, საქართველოშიც, მსოფლიოშიც აქტიურად იყენებენ ამ პრეპარატს. საკმაოდ ძველი პრეპარატია. შედეგებზე ალბათ, ცოტა მოგვიანებით უფრო დაზუსტებით ვიტყვით, რამდენიმე თვეში ზოგადად, როდესაც ყველა კვლევა დასრულდება და ყველა სტატისტიკური მონაცემი გვექნება. ამ ეტაპზე შემიძლია, გითხრათ, რომ საქართველოს ეროვნული გაიდლაინით „პლაქვენილი“ ენიშნებათ განსაკუთრებულ შემთხვევებში“, – განაცხადა თეა თავართქილაძემ.

დატოვე კომენტარი