კორონავირუსის ინფექციაზე ტესტი დღეს კიდევ ცხრა პაციენტს ჩაუტარდება
კორონავირუსის ინფექციაზე ტესტი დღეს კიდევ ცხრა პაციენტს ჩაუტარდება

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, დილის მდგომარეობით, კორონავირუსზე ტესტის ჩასატარებლად ცხვირ-ხახიდან ნიმუშებს კიდევ ცხრა პაციენტს აუღებენ.

ეზუგბაიას თქმით, ამ დროისთვის კლინიკის ბოქსირებულ განყოფილებაში 39 პაციენტი იმყოფება.

„გუშინ დღის განმავლობაში ჩატარდა კვლევა, ვირუსზე ტესტირება და 23 პაციენტთან მიღებულია უარყოფითი პასუხი, ხოლო ერთი შემთხვევა დაგვიდასტურდა.
ამ ეტაპზე ჩვენთან უკვე 12 ინფიცირებული პაციენტი იმყოფება. დღეს დილისთვის ცხრა პაციენტია, რომელთანაც  უნდა მოვიდნენ ლუგარის ლაბორატორიის თანამშრომლები, რათა აუღონ ცხვირ-ხახიდან ნიმუშები“ ,- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.