კორონავირუსის გაზრდილი შემთხვევების გამო, ლანჩხუთისა და ოზურგეთის რამდენიმე სოფლის საჯარო სკოლა და ბაღი დღეიდან დისტანციურ რეჟიმზე გადავა
კორონავირუსის გაზრდილი შემთხვევების გამო, ლანჩხუთისა და ოზურგეთის რამდენიმე სოფლის საჯარო სკოლა და ბაღი დღეიდან დისტანციურ რეჟიმზე გადავა

კორონავირუსის გახშირებული შემთხვევების გამო, დღეიდან ლანჩხუთისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების რამდენიმე სოფლის საჯარო სკოლასა და საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი ორი კვირით შეჩერდება და დისტანციურ რეჟიმზე გადავა. აღნიშნულ სოფლებში მოსახლეობის მასიური ტესტირებაც დაიწყება.

„ნიგოითის ადმინისტრაციულ ერთეულში, საჯარო სკოლებსა და ბაღებში, ჩოჩხათის ადმინისტრაციულ ერთეულში, ნიგვზიანის ადმინისტრაციული ერთეულის საჯარო სკოლებსა და ბაღებში, ასევე სოფელ წყალწმინდის საჯარო სკოლასა და საბავშვო ბაღში სწავლის პროცესი დისტანციურ რეჟიმზე გადავა. აღნიშნულ სოფლებში მოსახლეობის მასიური ტესტირება დაიწყება“,- ნათქვამია ლანჩხუთის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სოფელ შრომაში, როგორც სკოლაში, ისე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში სასწავლო პროცესი ორი კვირის ვადით ონლაინ რეჟიმზე გადავა და დაიწყება სოფელ შრომის მოსახლეობის მასიური ტესტირება.