კორონავირუსის გაზრდილი შემთხვევების გამო, კასპის სამი სკოლა სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა
კორონავირუსის გაზრდილი შემთხვევების გამო, კასპის სამი სკოლა სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა

თერმოსკრინინგის ოთხი პუნქტები გაიხსნა კასპის მუნიციპალიტეტში. სოფლებში იგოეთში, სამთავისსა და ქვემო ჭალაში პოლიციის სპეციალური პუნქტები მოეწყო.

სოფლებში შემსვლელ ყველა პირს უტარდება თერმოსკრინინგი.

„კოვიდ19“-ით ინფიცირების გაზრდილი შემთხვევების გამო სამი საჯარო სკოლა სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა, სააღმზრდელო პროცესი შეჩერდა სამთავისის საბავშვო ბაღში.

„უსაფრთხოების მიზნით, დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადავიდა ქვემო მოჭალის, იგოეთისა და სამთავისის საჯარო სკოლები და ერთი საბავშვო ბაღი“, – განაცხადა კასპის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ხელმძღვანელა ნანა ნონიაშვილმა.

25 მარტიდან დღემდე, კასპის მუნიციპალიტეტის დასახელებულ სოფლებში „კოვიდ-19“-ის 91 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ბოლო ორ დღეში შემთხვევების რაოდენობა წინა დღეებთან შედარებით იკლო, გუშინ გოვლინდა 15, დღეს კი ოთხი ახალი შემთხვევა. სულ კასპის მუნიციპალიტეტში თვითიზოლაციაში 123 პირი იმყოფება.

სულ რეგიონში ინფიცირებულთა რაოდენობა 1 160-ს შეადგენს. მათ შორის 221 პაციენტი მკურნალობას გადის სახლში. თვითიზოლაციაში კი 525 პირი იმყოფება.