კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად, თურქეთში დღეიდან 17 მაისამდე სრული კარანტინი ცხადდება
თურქეთის ხელისუფლება ქვეყანაში არსებული კორონავირუსული ინფექციის სწრაფი გავრცელებისა და ამ მიზეზით გაზრდილი სიკვდილიანობის შესაჩერებლად დღეიდან, ადგილობრივი დროით 15:00 საათიდან, სრულ ლოკდაუნს აწესებს.
შესაბამისად, აუცილებელი საჭიროების გარეშე მოქალაქეებს გარეთ გასვლა ეკრძალებათ. კონკრეტული ქალაქის დატოვების უფლება მხოლოდ მთავრობასთან შეთანხმებით მიიღება.
იხურება ყველა სკოლა და სწავლება ონლაინრეჟიმში გაგრძელდება. საზოგადოებრივი ტრანსპორტის დატვირთვა მინიმუმამდე მცირდება. მოცემული შეზღუდვებისგან თავისუფლდებიან სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მუშაკები, ასევე კვებისა და წარმოების სექტორის თანამშრომლები.