კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის ოზურგეთის აგრარულ ბაზარსა და მუნიციპალიტეტის სოფლებში კონტროლი მკაცრდება
კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის ოზურგეთის აგრარულ ბაზარსა და მუნიციპალიტეტის სოფლებში კონტროლი მკაცრდება

კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში ოზურგეთის აგრარულ ბაზარსა და მუნიციპალიტეტის სოფლებში კონტროლი მკაცრდება. ოზურგეთის მერის მოადგილის, ირაკლი სირაძის ინფორმაციით, სოფლებში მკაცრი კონტროლისათვის კრიმინალური პოლიციის მხარდაჭერით მოძრაობენ ეკიპაჟები, საიდანაც მერიის თანამშრომლები მოქალაქეებს სახლში დარჩენისა და დისტანციის დაცვისკენ მოუწოდებენ.

„აგრარულ ბაზარში ხალხმრავლობის თავიდან აცილებას და ვაჭრობისას მოქალაქეების დისტანცირების ორგანიზებას მოხალისეთა ჯგუფები შეეცდებიან. ყოველდღიურად ბაზარში მოხალისეების 12-კაციანი ჯგუფი იმუშავებს. ასევე, ქალაქის ტერიტორიაზე ყოველდღიურ რეჟიმში იმოძრავებს მერიის ზედამხედველობის სამსახური და მოსახლეობას მოუწოდებს დაიცვან სოციალური დისტანცია, ასევე გაითვალისწინონ რეკომენდაციები. ამასთანავე, აგრარული ბაზრის ხელმძღვანელობას მიეცა მკაცრი მითითება, დაიცვან ყველა წესი და რეკომენდაცია“, – ნათქვამია ოზურგეთის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.