კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის ბაქოში ავტომობილების შესვლა იკრძალება
კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის ბაქოში ავტომობილების შესვლა იკრძალება

კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის ბაქოში ავტომობილების შესვლა აიკრძალება. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია, ქვეყნის მინისტრთა კაბინეტის ოპერატიული შტაბის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.

​როგორც ცნობილია, აკრძალვა ძალაში 19 მარტიდან შევა და 29 მარტამდე გასტანს. აღნიშნული ნორმები ბაქოსთან ერთად ამოქმედდება სუმგაითისა და ზოგადად აფშერონის რაიონში.

მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილების თანახმად, ჩამოთვლილ ადგილებში ის ადამიანები ვერ შეძლებენ შესვლას, ვინც სხვა რეგიონებში არიან დარეგისტრირებულნი. გამონაკლისი დაიშვება მხოლოდ საგანგებო სიტუაციების სამსახურებისა და სატვირთო ავტომობილებზე.

ამ დროისთვის არსებული ოფიციალური მონაცემებით, აზერბაიჯანში ახალი კორონავირუსით 28 ადამიანია ინფიცირებული.