კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, თურქეთი შეზღუდვებს ამკაცრებს
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, თურქეთი შეზღუდვებს ამკაცრებს

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, თურქეთი ახალ შეზღუდვებს აწესებს. კაფეები, რესტორნები, სალონები, საქორწილო დარბაზები, თეატრები და სხვა დაწესებულებები 22:00 საათის შემდეგ დაიხურება.

ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის პრეზიდენტის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, ახალი შეზღუდვების მიზანი, მობილობის შემცირება და ვირუსის გავრცელების შეჩერებაა. ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის თქმით, კოვიდ-19-ის შემთხვევების 40% ქალაქ სტამბოლში ფიქსირდება. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, თურქეთში ვირუსის 382 118 შემთხვევაა გამოვლენილი, 10 481 პაციენტი კი გარდაიცვალა.