კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ფოთში საზოგადოებრივი ტრანსპორტი სადეზინფექციო ხსნარით დამუშავდა
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ფოთში საზოგადოებრივი ტრანსპორტი სადეზინფექციო ხსნარით დამუშავდა

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ფოთში საზოგადოებრივი ტრანსპორტი სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით დამუშავდა.

სპეციალურად გადამზადებული თანამშრომლები დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტის მიერ რეკომენდებული სადეზინფექციო საშუალებების გამოყენებით ამუშავებენ ავტობუსებს და სამარშუტო ტაქსებს, რათა სატრანსპორტო საშუალებებით მგზავრების გადაადგილება იყოს უსაფრთხო.

ფოთის მერის, გოჩა კურდღელიას განცხადებით, მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ვირუსული ინფექციის გავრცელების რისკის შესამცირებლად, მუნიციპალიტეტში სადეზინფექციო სამუშაოები გაგრძელდება. რეკომენდაციების დაცვის კონტროლს შესაბამისი ორგანოები უზრუნველყოფენ.