კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ფოთში მოხალისეთა ჯგუფები აქტიურად მუშაობენ

17:13, 27.03.2020

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ფოთში მოხალისეთა ჯგუფები აქტიურად მუშაობენ.

მოხალისეებმა შესაბამისი რეკომენდაციები ტრენინგზე მიიღეს, რომელიც საქართველოს წითელი ჯვრის წარმომადგენლებმა ჩაატარეს.

„მოხალისეები უზრუნველყოფენ: ბენეფიციარებისთვის უფასო სასადილოდან საკვები პროდუქტების შინმიტანას; ბანკებში, კვების ობიექტებსა და სხვადასხვა სახის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში რიგების მოწესრიგებას; თვითიზოლაციის წესებისა და მთავრობის რეგულაციების დაცვას; აუცილებლობის შემთხვევაში, სხვა დამატებითი ღონისძიებების განხორციელებას“,-  ნათქვამია ფოთის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი