კორონავირუსის გავრცელების გამო, საფრანგეთში ათასზე მეტი მონაწილით ღონისძიებები აიკრძალა
კორონავირუსის გავრცელების გამო, საფრანგეთში ათასზე მეტი მონაწილით ღონისძიებები აიკრძალა

კორონავირუსის გავრცელების გამო, საფრანგეთის მთელ ტერიტორიაზე აიკრძალა ღონისძიებები, რომლებშიც ათასზე მეტი ადამიანი მონაწილეობს.

მანამდე მთავრობის მიერ ამოქმედებული ზომების მიხედვით, აკრძალული იყო ღონისძიებები ხუთი ათასზე მეტი მონაწილით.

როგორც საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრმა ოლივიე ვერანმა განაცხადა, გამონაკლისი იქნება საპროტესტო აქციების ნაწილი, ასევე გამოცდები.

„უახლოესი კვირები სავარაუდოდ რთული იქნება, თუმცა თქვენ შეგიძლიათ გქონდეთ სახელმწიფოს და ჯანდაცვის სფეროს პროფესიონალების იმედი“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

საფრანგეთის ხელისუფლება ქვეყნის მასშტაბით სკოლებში სასწავლო პროცესის შეჩერებას არ გამორიცხავს.

ამ დროისთვის სკოლები დახურულია საფრანგეთის ორ დეპარტამენტში – ზემო რეინსა და უაზას დეპარტამენტში, სადაც კოორნავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი.

კოორნავირუსის გავრცელების მასშტაბით, საფრანგეთი ევროპაში იტალიის შემდეგ მეორე ქვეყანაა. საფრანგეთში დაავადებას 19 ადამიანი ემსხვერპლა, ინფიცირებულია 1 126 პირი.