კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში სამ პროცენტს შეადგენს

10:49, 12.02.2021

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში სამი პროცენტია, – ამის შესახებ აღნიშნულია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე.

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 2.08%, ხოლო ბოლო 14 დღის – 3.36%.

საქართველოში დღეს კორონავირუსის 507 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 660 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა 15 ადამიანი.

მსგავსი