კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 7,57 პროცენტს შეადგენს

11:13, 01.08.2021

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 7,57 პროცენტს შეადგენს, – ამის შესახებ მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

დადებითობის დღევანდელი დღიური მაჩვენებელი არის 8,34 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 6,95 პროცენტი.

ბოლო 24 საათში კორონავირუსის 2 654 შემთხვევა გამოვლინდა, 1 319 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 33 კი გარდაიცვალა.

მსგავსი