კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 7,09 პროცენტს შეადგენს
კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 7,09 პროცენტს შეადგენს

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 7,09 პროცენტს შეადგენს, –  ამის შესახებ მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

დადებითობის დღევანდელი დღიური მაჩვენებელი არის 6,93 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 6,59 პროცენტი.

ბოლო 24 საათში კორონავირუსის 2 712 შემთხვევა გამოვლინდა, 1 561 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 25 კი გარდაიცვალა.