კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 7 პროცენტს შეადგენს

10:52, 29.07.2021

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 7 პროცენტს შეადგენს, –  ამის შესახებ მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

დადებითობის დღევანდელი დღიური მაჩვენებელი არის 6,71 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 6,73 პროცენტი.

ბოლო 24 საათში კორონავირუსის 2 796 შემთხვევა გამოვლინდა, 2 088 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 17 კი გარდაიცვალა.

 

მსგავსი