კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 6,76 პროცენტს შეადგენს

10:53, 07.05.2021

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 6,76 პროცენტს შეადგენს, – ამის შესახებ აღნიშნულია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე.

დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 6,06 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 5,66 პროცენტი.

დღეს „კოვიდ-19“  1 547 პირს დაუდასტურდა, 1 131 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 18 კი გარდაიცვალა.

მსგავსი