კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 6,71 პროცენტს შეადგენს

10:42, 08.05.2021

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 6,71 პროცენტს შეადგენს, – ამის შესახებ აღნიშნულია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე.

დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 5,71 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 5,84 პროცენტი.

დღეს „კოვიდ-19“ 1 564 პირს დაუდასტურდა, 693 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 18 კი გარდაიცვალა.

მსგავსი