კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 6,35 პროცენტს შეადგენს

10:52, 11.05.2021

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 6,35 პროცენტს შეადგენს, – ამის შესახებ აღნიშნულია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე.

დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 5,76 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 6,07 პროცენტი.

დღეს „კოვიდ-19“ 1 788 პირს დაუდასტურდა, 1 251 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 31 კი გარდაიცვალა.

მსგავსი