კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 5,78 პროცენტს შეადგენს

10:52, 22.07.2021

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 5,78 პროცენტს შეადგენს, – ამის შესახებ აღნიშნულია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე.

დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 6,17 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 5,25 პროცენტი.

ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 2 261 პირს დაუდასტურდა, 1 410 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 18 კი გარდაიცვალა.

მსგავსი