კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 5,24 პროცენტს შეადგენს

10:47, 20.07.2021

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 5,24 პროცენტს შეადგენს, – ამის შესახებ აღნიშნულია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე.

დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 7,19 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 4,77 პროცენტი.

ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 2 616 პირს დაუდასტურდა, 880 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 26 კი გარდაიცვალა.

მსგავსი