კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 4,67 პროცენტს შეადგენს

11:05, 16.07.2021

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 4,67 პროცენტს შეადგენს, – ამის შესახებ აღნიშნულია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე.

დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 4,75 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 4,31 პროცენტი.

ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 1 653 პირს დაუდასტურდა, 466 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 13 კი გარდაიცვალა.

მსგავსი