კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 4,55 პროცენტს შეადგენს

10:54, 23.04.2021

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 4,55 პროცენტს შეადგენს, – ამის შესახებ აღნიშნულია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე.

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 4,42 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 3,75 პროცენტი.

დღეს კორონავირუსით ინფიცირების 1 271 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 729 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 11 კი გარდაიცვალა.

მსგავსი