კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 4,46 პროცენტს შეადგენს

10:50, 14.07.2021

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 4,46 პროცენტს შეადგენს, – ამის შესახებ აღნიშნულია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე.

დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 4,68 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 4,1 პროცენტი.

ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 663 შემთხვევა გამოვლინდა, 769 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 13 კი გარდაიცვალა.

მსგავსი