კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 4,4 პროცენტს შეადგენს

11:04, 14.05.2021

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 4,4 პროცენტს შეადგენს, – ამის შესახებ აღნიშნულია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე.

დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 3,61 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 5,35 პროცენტი.

დღეს „კოვიდ-19“ 1 390 პირს დაუდასტურდა, 1 070 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 18 კი გარდაიცვალა.

მსგავსი