კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 4,16 პროცენტს შეადგენს

10:52, 21.04.2021

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 4,16 პროცენტს შეადგენს, – ამის შესახებ აღნიშნულია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე.

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 4,33 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 3,38 პროცენტი.

საქართველოში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 1 310 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 632 პაციენტი, 12 კი გარდაიცვალა.

მსგავსი