კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 4,03 პროცენტს შეადგენს

10:52, 20.05.2021

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 4,03 პროცენტს შეადგენს, – ამის შესახებ აღნიშნულია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე.

დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 3,8 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 4,39 პროცენტი.

დღეს „კოვიდ-19“ 1 104 პირს დაუდასტურდა, 1 603 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 21 კი გარდაიცვალა.

მსგავსი