კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 3,92 პროცენტს შეადგენს

10:48, 20.04.2021

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 3,92 პროცენტს შეადგენს, – ამის შესახებ აღნიშნულია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე.

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 5,79 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 3,24 პროცენტი.

საქართველოში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 1 792 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 663 პაციენტი, 10 კი გარდაიცვალა.

მსგავსი