კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 3,72 პროცენტს შეადგენს

11:01, 08.07.2021

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 3,72 პროცენტს შეადგენს, – ამის შესახებ აღნიშნულია მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

დადებითობის დღევანდელი დღიური მაჩვენებელი არის 3,34 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 3,27 პროცენტი.

ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 043 შემთხვევა გამოვლინდა, 841 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 20 კი გარდაიცვალა.

მსგავსი