კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 3,71 პროცენტს შეადგენს

10:58, 26.05.2021

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 3,71 პროცენტს შეადგენს, – ამის შესახებ აღნიშნულია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე.

დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 2,56 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 3,77 პროცენტი.

დღეს „კოვიდ-19“ 1 015 პირს დაუდასტურდა, 1 151 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 28 კი გარდაიცვალა.

მსგავსი