კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 3,7 პროცენტს შეადგენს

10:52, 07.07.2021

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 3,7 პროცენტს შეადგენს, – ამის შესახებ აღნიშნულია მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

დადებითობის დღევანდელი დღიური მაჩვენებელი არის 3,65 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 3,17 პროცენტი.

ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 392 შემთხვევა გამოვლინდა, 531 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 11 კი გარდაიცვალა.

მსგავსი