კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 3,68 პროცენტს შეადგენს

10:48, 06.07.2021

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 3,68 პროცენტს შეადგენს, – ამის შესახებ აღნიშნულია მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

დადებითობის დღევანდელი დღიური მაჩვენებელი არის 5,49 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 3,01 პროცენტი.

ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 407 შემთხვევა გამოვლინდა, 591 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 10 კი გარდაიცვალა.

მსგავსი