კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 3,47 პროცენტს შეადგენს

10:52, 27.05.2021

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 3,47 პროცენტს შეადგენს, – ამის შესახებ აღნიშნულია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე.

დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 2,09 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 3,77 პროცენტი.

დღეს „კოვიდ-19“ 508 პირს დაუდასტურდა, 1 481 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 17 კი გარდაიცვალა.

მსგავსი