კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 3,40 პროცენტს შეადგენს

13:10, 05.07.2021

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 3,40 პროცენტს შეადგენს, – ამის შესახებ აღნიშნულია მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

3-4 ივლისის მდგომარეობით,​ დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3,63 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 2,85პროცენტი.

ბოლო 48 საათში კორონავირუსის 838 შემთხვევა გამოვლინდა, 1 515 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 26 კი გარდაიცვალა.

მსგავსი