კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 3,28 პროცენტს შეადგენს

15:04, 03.07.2021

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 3,28 პროცენტს შეადგენს, – ამის შესახებ აღნიშნულია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე.

დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 3,11 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 2,79 პროცენტი.

ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 026 შემთხვევა გამოვლინდა, 381 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 12 კი გარდაიცვალა.

მსგავსი