კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 2,9 პროცენტს შეადგენს

10:46, 04.06.2021

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 2,9 პროცენტს შეადგენს, – ამის შესახებ აღნიშნულია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე.

დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი 2,59 პროცენტია, ხოლო ბოლო 14 დღის – 3,06 პროცენტი.

დღეს „კოვიდ-19“ 779 პირს დაუდასტურდა, 959 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 23 კი გარდაიცვალა.

მსგავსი