კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 2,85 პროცენტს შეადგენს

10:59, 30.05.2021

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 2,85 პროცენტს შეადგენს, – ამის შესახებ აღნიშნულია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე.

დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 2,86 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 3,46 პროცენტი.

დღეს „კოვიდ-19“ 723 პირს დაუდასტურდა, 1 407 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 18 კი გარდაიცვალა.

მსგავსი