კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 2,69 პროცენტს შეადგენს

10:54, 30.06.2021

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 2,69 პროცენტს შეადგენს, – ამის შესახებ აღნიშნულია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე.

დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 3,53 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 2,59 პროცენტი.

ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 1 010 პირს დაუდასტურდა, 603 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 19 კი გარდაიცვალა.

მსგავსი