კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 2,51 პროცენტს შეადგენს

10:58, 12.04.2021

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 2,51 პროცენტს შეადგენს, – ამის შესახებ აღნიშნულია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე.

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 2,62 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის –  2,31 პროცენტი.

საქართველოში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 359 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 526 პაციენტი, რვა კი გარდაიცვალა.

მსგავსი