კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 2,45 პროცენტს შეადგენს

10:47, 29.06.2021

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 2,45 პროცენტს შეადგენს, – ამის შესახებ აღნიშნულია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე.

დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 4.02 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 2,5 პროცენტი.

ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 1194 პირს დაუდასტურდა, 678 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 22 კი გარდაიცვალა.

მსგავსი