კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 2,4 პროცენტს შეადგენს

10:45, 23.02.2021

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 2,4 პროცენტს შეადგენს, – ამის შესახებ აღნიშნულია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე.

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 2,48 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 2,4.

საქართველოში დღეს კორონავირუსის 493 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 552 პაციენტი, გარდაიცვალა 10 ადამიანი.

მსგავსი