კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 2,32 პროცენტს შეადგენს

10:54, 12.06.2021

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 2,32 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 1,95 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 2,64 პროცენტი.

დღეს „კოვიდ-19“ 794 პირს დაუდასტურდა, 498 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 22 კი გარდაიცვალა.

მსგავსი