კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 2,3 პროცენტს შეადგენს

10:47, 14.06.2021

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 2,3 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 2,98 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 2,61 პროცენტი.

დღეს „კოვიდ-19“ 311 პირს დაუდასტურდა, 936 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 12 კი გარდაიცვალა.

მსგავსი