კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 2,29 პროცენტს შეადგენს
კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 2,29 პროცენტს შეადგენს

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 2,29 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 2,38 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 2,61 პროცენტი.

დღეს „კოვიდ-19“ 522 პირს დაუდასტურდა, 1 074 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 14 კი გარდაიცვალა.

დატოვე კომენტარი